Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანმა ბელოტის ტრანსფერზე მუშაობა შეაჩერა, ანდრეა რომას უახლოვდება

MilanLive-ს ინფორმაციით, მილანმა ანდრეა ბელოტის ტრანსფერზე მუშაობა შეაჩერა და ტორინოს კაპიტანი დიდი ალბათობით კარიერას რომას რიგებში გააგრძელებს.

წყაროს ინფორმაციით, მალდინი და მასარა ჟირუს ტრანსფერის გაოფიციალურებასთან ძალიან ახლოს არიან და ამ ეტაპზე ფორვარდში ფულის დახარჯვას ურჩევნიათ, რომ სხვა პრობლემური პოზიციები გააძლიერონ.

ამის გამო, რომას ბელოტის ტრანსფერში რეალური კონკურენტი აღარ ჰყავს და ჟოზე მოურინიოს ნომერი პირველი სატრანსფერო მოთხოვნა დიდი ალბათობით კარიერას ჯალოროსის რიგებში გააგრძელებს.