მილანმა ბენასერთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები განაახლა
მილანი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელებისთვის კონტრაქტების გახანგრძლივებაზე მუშაობას განაგრძობს და სანდრო ტონალის შემდეგ, როსონერის პრიორიტეტი ისმაელ ბენასერი გახდა.
ალჟირელი ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი მილანთან 2024 წლის ზაფხულში იწურება და მის მიმართ გაზრდილი ინტერესის გამო, როსონერის ხელმძღვანელობას სურს, რომ ბენასერთან ხელშეკრულება უმოკლეს დროში გაახანგრძლივოს.
MilanNews-ის ცნობით, ბენასერი, რომელიც ამჯამად წლიურად 1.7 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, სეზონში 4.5 მილიონ ევროს ითხოვს, გუნდის ხელმძღვანელობას კი მისი 4 მილიონზე დაყოლიების იმედი აქვს.