Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანმა ბენასერის აგენტთან შეხვედრა ჩანიშნა

ისმაელ ბენასერი სტეფანო პიოლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია და როსონერი მის გაყიდვას არანაირი თანხის სანაცვლოდ არ აპირებს, თუმცა მის კონტრაქტში არსებული პუქნტი, რომლის მიხედვითაც ნებისმიერ მსურველს ზაფხულიდან ფეხბურთელის გამოსყიდვა 50 მილიონ ევროდ შეუძლია, როსონერის ხელმძღვანელობას ძალიან არ მოსწონს და იტალიური მედიის ცნობით, პუნქტის გააქტიურებამდე მის ამოღებას შეეცდებიან.

Calciomercato-ს ცნობით, როსონერის წარმომადგენლები ალჟირელი ფეხბურთელის აგენტს უახლოესი დღეების განმავლობაში შეხვდებიან, სადაც ფეხბურთელის ახალ კონტრაქტზე იმსჯელებენ, რომელშიც მისი ხელფასი მნიშვნელოვნად გაიზრდება და ხელშეკრულებაში გამოსასყიდი თანხა მითითებული აღარ იქნება.