Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანმა ბენასერის სანაცვლოდ შეთავაზებული 40 მილიონი იუარა

ისმაელ ბენასერი, რომელიც როსონერის 16 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, სან სიროზე იდეალური სტარტი არ ჰქონდა, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ ის გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა და ევროპული გრანდების ყურადღება დაიმსახურა.

ფრანგული გამოცემა Le10Sport-ის მტკიცებით, პსჟ-მ 22 წლის ალჟირელის სანაცვლოდ მილანს 40 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა მილანმა ფრანგების წინადადება მყისიერად დაბლოკა, როსონერი ახალგაზრდა ფეხბურთელის გაყიდვას არანაირი თანხის სანაცვლოდ არ აპირებს.

წყაროს მტკიცებით, ისინი ფეხბურთელის ახლო მეგობარსაც ესაუბრნენ, რომელმაც განუცხადა, რომ ბენასერი მილანის პროექტში დარწმუნებულია და ის გუნდიდან წასვლას არ აპირებს.

Leave a Reply

Your email address will not be published.