მილანმა ბენასერის შემცვლელს ესპანეთში მიაგნო
ისმაელ ბენასერის შეძენის სურვილი პსჟ-მ,მანჩესტერ სიტიმ და მადრიდის რეალმა გამოთქვეს და მის გაფორმებას ყველა ხერხით ცდილობენ.მილანს მისი გაშვება არ უნდა,თუმცა თავის დაზღვევის მიზნით მისი შემცვლელის ძიება უკვე დაიწყო და არჩევანი ესპანიოლის ფეხბურთელზე – მარკ როკაზე შეაჩერა.
ესპანელი ნახევარმცველი U21 ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონი გახდა.მისი სატრანსფერო ღირებულება 20 მილიონი ევროა,თუმცა კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა 40 მილიონი ევრო უწერია და ესპანიოლს სწორედ ამ თანხის მიღება სურს.