Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანმა ბოტმანის ტრანსფერზე მოლაპარაკებები შეწყვიტა

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მილანსა და ლილს შორის სვენ ბოტმანის ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს.

როსონერი ბოტმანს ტრავმირებული სიმონ კიაერის ერთ-ერთ პოტენციურ შემცვლელად მოიაზრებდა, თუმცა ლილი მისი იჯარით გაშვებას არ აპირებს, როსონერი კი ამ მომენტისთვის ფრანგების მიერ მოთხოვნილი 30 მილიონის გადახდას ვერ ახერხებს, ამიტომ ალტერნატიულ ვარიანტებზე გადაერთო.

რომანოს ცნობით, ამ მომენტისთვის ყველაზე რეალური კანდიდატი პსჟ-ს უკანახაზელი აბდუ დიალოა, რომელსაც პარიზული გუნდი 20 მილიონს აფასებს.