Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანმა გაბიას მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო

STADIO GIUSEPPE MEAZZA, MILAN, ITALY - 2021/03/14: Matteo Gabbia of AC Milan looks on during the Serie A football match between AC Milan and SSC Napoli. SSC Napoli won 1-0 over AC Milan. (Photo by Nicolò Campo/LightRocket via Getty Images)

მატეო გაბია მილანის აკადემიის პროდუქტია და იტალიელმა ფეხბურთელმა თავისი ტალანტის დამსახურებით ძირითად გუნდში გადასვლა მოახერხა, რის შემდეგაც სტეფანო პიოლისგან საკმაოდ ბევრ შანსს იღებდა და თავი კარგად წარმოაჩინა, თუმცა მისდა სამწუხაროდ გაბიამ ტრავმების გამო თავისი პოტენციალის ბოლომდე გამოვლენა ვერ მოახერხა.

მილანი ჩემპიონთა ლიგის წინ შემადგენლობის გაძლიერებისთვის ემზადება და პარალელურად ფეხბურთელების გაყიდვაზე მუშაობს, თუმცა Calciomercato-ს ინფორმაციით, 21 წლის ცენტრალური მცველი მინიმუმ ერთი სეზონი როსონერის რიგებს არ დატოვებს.

წყაროს ცნობით, მალდინი ახალგაზრდა იტალიელის მახასიათებლების დიდი ქომაგია და მას სურს, რომ გაბიას მილანში კიდევ ერთი შანსი მიეცეს.