Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანმა დალოტის ტრანსფერზე მოლაპარაკებები შეაჩერა

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მილანმა მანჩესტერთან დიოგო დალოტის თაობაზე ყოველგვარი მოლაპარაკებები შეაჩერა და მის ალტერნატიულ ვარიანტებზე გადაერთო.

პორტუგალიელმა ფეხბურთელმა გასული სეზონი მილანში იჯარის წესით გაატარა და როსონერის მისი დაბრუნება სურდა, თუმცა მანჩესტერს ფეხბურთელის გაყიდვის სანაცვლოდ თანხის მიღება ახლავე უნდა და მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

რომანოს ინფორმაციით, დალოტის ტრანსფერზე ამ მომენტისთვის ყველაზე მეტად რეალი აქტიურობს, მილანი კი თავის მხრივ ბლანკოსის მარჯვენა მცველს ალვარო ორდიოსოლას უმიზნებს.