Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანმა დალოტი-დიასის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო ?

MILAN, ITALY - OCTOBER 29: Brahim Diaz of AC Milan celebrates with his team-mate Diogo Dalot after scoring the opening goal during the UEFA Europa League Group H stage match between AC Milan and AC Sparta Praha at San Siro Stadium on October 29, 2020 in Milan, Italy. (Photo by Emilio Andreoli/Getty Images)

დიეგო დალოტი და ბრაჰიმ დიასი მილანს სეზონის სტარტზე, მშრალი იჯარის წესით შეუერთდნენ, თუმცა მილანს როგორც მანჩესტერთან, ასევე მადრიდის რეალთან სიტყვიერი შეთანხმება ჰქონდა, რომ იანვარში ფეხბურთელების მომავალზე აუცილებლად ისაუბრებდნენ.

Calciomercato-ს ინფორმაციით, მილანი არც ერთი ფეხბურთელის გამოსყიდვას არ აპირებს და შეეცდება, რომ ორივე მათგანის იჯარა გაახანგრძლივოს, წინააღმდეგ შემთხვევაში სეზონის ბოლოს დალოტი მანჩესტერს, დიასი კი მადრიდის რეალს დაუბრუნდება.