Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანმა დაცვის ხაზის გასაძლიერებლად პრიორიტეტული სამიზნე შეარჩია

როსონერი სატრანსფერო ბაზარზე რომანიოლის მეწყვილის ძიებას განაგრძობს. დიავოლოს სიაში არაერთი ნიჭიერი ფეხბურთელი მოხვდა, თუმცა Tuttosport-ის მტკიცებით, ყველაზე მეტად გუნდს სენტ-ეტიენის ფეხბურთელი სურს.

საქმე 19 წლის ფრანგ ცენტრალურ მცველს, უესლი ფოფანას ეხება. როსონერი უკვე დიდი ხანია ფეხბურთელის შეძენას ცდილობს, თუმცა ფრანგული გუნდი მის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს ითხოვს, რისი გადახდაც მილანს ამ ეტაპზე არ შეუძლია.

წყაროს ინფორმაციით, მილანი ფრანგებს ფეხბურთელის იჯარით აყვანას შესთავაზებს, შემდგომში გამოსყიდვის შესაძლებლობით და არ არის გამორიცხული, რომ ტრანსფერში რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელიც ჩართოს.

Leave a Reply

Your email address will not be published.