Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანმა და ატალანტამ შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ

სიახლე არავისთვის არის, რომ მილანი იანვარში ზლატან იბრაჰიმოვიჩის შემცვლელის დამატებას შეეცდება, თუმცა გუნდმა ისიც არაერთხელ აღნიშნა, რომ იანვარში ამ პოზიციაზე ბევრი ფულის დახარჯვას არ აპირებს და საუკეთესო ვარიანტი ფეხბურთელების გაცვლა ან ფორვარდის იჯარით დამატება იქნება.

MilanLive-ს ინფორმაციით, ატალანტამ მილანს 23 წლის ნიდერლანდელი ფორვარდი, სემ ლამერსი შესთავაზა, რომელიც ლუის მურიელს და დუვან ზაპატას კონკურენციას ვერ უწევს და სათამაშო დრო არ ეძლევა.

ლამერსი დაახლოებით 12-15 მილიონ ევროდ არის შეფასებული, თუმცა ატალანტა მზად არის, რომ ის კალდარას სანაცვლოდ დათმოს, რომელიც მილანის საკუთრებაა, თუმცა ბერგამოელთა რიგებში იჯარის წესით თამაშობს.