Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანმა და ატლეტიკომ შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ

რამდენიმე ესპანური და იტალიური გამოცემა ამტკიცებს, რომ მილანი და ატლეტიკო იანვარში ფეხბურთელების გაცვლას განიხილავენ.

წყაროების მტკიცებით, არ არის გამორიცხული, რომ როსონერი იანვარში სამუ კასტილეხომ დატოვოს, რომელმაც ძირითად შემადგენლობაში ადგილი ალექსის საელემაეკერსს დაუთმო და მის ესპანეთში დაბრუნებას ვარაუდობენ.

MilanNews-ის ინფორმაციით, ეკონომიკური კრიზისის გამო ნაკლებად სავარაუდოა, რომ რომელიმე გუნდმა კასტილეხოს სანაცვლოდ მოთხოვნილი 15 მილიონი გადაიხადოს, ამიტომ გუნდი მის გაცვლას გეგმავს.

ერთ-ერთი ვარიანტი ატლეტიკოს ნახევარმცველი ჰექტორ ჰერერაა, რომელსაც მილანი უკვე დიდი ხანია აკვირდება.

მეორე ფეხბურთელი, რომლითაც მილანი ატლეტიკოს შემადგენლობაში ინტერესდება, ცენტრალური მცველი სტეფან სავიჩი გახლავთ, რომელსაც იტალიაში თამაშის გამოცდილება აქვს, ენაც კარგად იცის და ადაპტაცია არ უნდა გაუჭირდეს.