Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანმა და ინტერმა ახალი სტადიონის ბიუჯეტი დაამტკიცეს

იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანის მერიამ ინტერს და მილანს ახალი სტადიონის აშენების ნება დართო.

Milano Finanza-ს ინფორმაციით, გუნდებს საჭირო ფინანსურ დახმარებას ამერიკული ბანკები – Goldman Sachs და  JP Morgan გაუწევენ. საერთო ჯამში სტადიონის და მიმდებარე ტერიტორიის აშენება 1.25 მილიარდი ევრო დაჯდება, რასაც გუნდები თანაბრად გაინაწილებენ.

მერიისგან მიღებული თანხმობის მიუხედავად, ბიუროკრატიული პროცედურები საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს და სტადიონის აშენება 2021 წლის ოქტომბერ-ნოემბერში დაიწყება, 2024-25 წლების სეზონისთვის კი მშენებლობა დასრულებული იქნება.

მომავალ წელს მილანში მერის არჩევნები უწევს და გუნდებს იმედი აქვთ, რომ ეს პროცესი მიღებულ გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ მოახდენს.