Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანმა და კალიარიმ პობეგას იჯარაზე შეთანხმებას მიაღწიეს

იტალიური წყაროების ინფორმაციით, მილანი და კალიარი ტომაზო პობეგას 1-წლიან არენდაზე საბოლოოდ შეთანხმდნენ.

გუშინ მოგახსენეთ, რომ სარდინიული გუნდის სპორტული დირექტორი მილანის სათაო ოფისში იყო მისული და ტომაზო პობეგას გარდა, როსონერის წარმომადგენლებთან ანდრეა კონტის ტრანსფერზე გამართა მოლაპარაკებები.

დიეგო ლონგოს ინფორმაციით, მილანმა და კალიარიმ პობეგას იჯარის დეტალები უკვე შეათანხმეს, თუმცა თავად 21 წლის ფეხბურთელი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს და სხვა გუნდების წინადადებებსაც განიხილავს.

კალიარის გარდა, პობეგას იჯარით გაფორმების სურვილი ტორინომ და სამპდორიამაც გამოთქვეს.