Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანმა და პსჟ-მ შესაძლოა ზამთარში ფეხბურთელები გაცვალონ…

ზამთარში ფრანკ კესის მილანიდან წასვლის შესახებ საუბრები იტალიურ მედიაში აქტუალურობას არ კარგავს და რამდენიმე წყაროს ინფორმაციით, მილანმა და პსჟ-მ შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ.

Calciomercato-ს ინფორამციით, პსჟ-ს ზაფხულამდე მოცდა არ სურს და კესის დამატება ზამთარშივე სურს, მილანს კი თავის მხრივ მისი უფასოდ დაკარგვა არ უნდა და გაცვლის წინააღმდეგი არ იქნება.

წყაროს ინფორმაციით, პარიზელები მილანს კესის სანაცვლოდ 27 წლის არგენტინელ ნახევარმცველს ლეანდრო პარედესს შესთავაზებენ, რომელიც კარიერის განმავლობაში კიევოს, რომას და ემპოლის ღირსებას იცავდა.