Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანმა დიასის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო

MilanNews-ის ინფორმაციით, როსონერი ბრაჰიმ დიასის შენარჩუნებას ეცდება და მადრიდის რეალთან მოლაპარაკებებს იანვრის ბოლოს წამოიწყებს.

ტორინოსთან მატჩში ბრაჰიმ დიასმა შესანიშნავი თამაში აჩვენა და რაფაელ ლეაოს შედეგიანი გადაცემაც გაუკეთა.

წყაროს ინფორმაციით, ესპანელი ფეხბურთელის გაყიდვის წინააღმდეგი არც მადრიდის რეალია, თუმცა მის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს ითხოვს. როსონერის პირველ რიგში ფეხბურთელთან მოუწევს შეთანხმების მიღწევა, შემდეგ კი მოლაპარაკებებს რეალთან წამოიწყებს.

გათიშვა