Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანმა დიასის მომავალზე გადაწყვეტილება უკვე მიიღო…

იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანმა მადრიდის რეალის საკუთრებაში მყოფი ბრაჰიმ დიასის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება უკვე მიიღო.

დიასი მილანს 2-წლიანი იჯარით რეალიდან სეზონის სტარტზე შეუერთდა და როსონერის მისი გამოსყიდვის უფლება 22 მილიონად აქვს, Milannews-ის ცნობით კი როსონერი მოცდას არ აპირებს, რაც დიდწილად მისი შესანიშნავი ფორმის დამსახურებაა და ფეხბურთელის გამოსყიდვას უახლოეს თვეებში გეგმავს.

მილანის ქომაგებისთვის სამწუხაროდ, კონტრაქტში არსებული პუნქტის მიხედვით ესპანურ გრანდს დიასის დაბრუნება 27 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეეძლება და ეს პუნქტი ძალაში 2 წლის განმავლობაში იქნება, ამიტომ გამოსყიდვის შემთხვევაშიც კი მისი დაბრუნება ბლანკოსის რიგებში გამორიცხული მაინც არ იქნება.