გაუმჯობესებული კონტრაქტი დონარუმას

მილანი ჯიჯო დონარუმას ახალ,გაუმჯობესებულ კონტრაქტს შესთავაზებს.

გავრცელებული ინფორმაციით,რალფ რანგნიკი დონარუმას მილანის ახალი პროექტის შეუცვლელ ნაწილად განიხილავს,ამიტომ მილანი მზად არის ახალგაზრდა კიპერს გაუმჯობესებული კონტრაქტი შესთავაზოს.

დონარუმამ თავის მხრივ უკვე დააფიქსირა გუნდში დარჩენის სურვილი,აქედან გამომდინარე მხარეები შეთანხმებას სულ მალე მიაღწევენ.

როსონერი დონარუმას ხელფასს 6 მილიონიდან 7.5 მილიონამდე გაუზრდის და კონტრაქტს 2025 წლის ივნისამდე გაუფორმებს.გუნდმა ფეხბურთელს მოსაფიქრებლად დრო 30 ივნისამდე მისცა,რადგან თუ ჯიჯო კონტრაქტზე უარს იტყვის,მაშინ მილანს მისი გაყიდვა მოუწევს,რომ მომავალ წელს ფეხბურთელი უფასოდ არ დაკარგოს.

Leave a Reply

Your email address will not be published.