მილანმა დონარუმას შემცვლელი შეარჩია
მილანური გრანდი ჯიჯო დუნარუმას ახალი კონტრაქტის პირობებზე ვერ უთანხმდება და მისი შემცვლელის ძიება დაიწყო.ნომერ პირველი სამიზნე უდინეზეს არგენტინელი მეკარე ხუან მუსოა.
როგორც იტალიური მედია იტყობინება,უდინეზემ თავისი კარის დარაჯის სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო მოითხოვა.ცნობისთვის,მუსოს გადაბირება მეორე მილანურ გიგანტს,ინტერსაც უნდოდა,თუმცა სარეზერვო მეკარეში ხსენებული თანხის გადახდა არ ისურვა.