Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანმა დონარუმას შემცვლელთან კონტრაქტი შეათანხმა

გუშინ მოგახსენეთ, რომ როსონერიმ ლილის კიპერის მაიკ მაიგნანის ტრანსფერში დორტმუნდი დაამარცხა და ფრანგულ გუნდთან 25 წლის კარის დარაჯის ტრანსფერი შეათანხმა.

ნიკოლო შირას ინფორმაციით კი მილანმა პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე თავად ფეხბურთელთანაც მოაგვარა. წყაროს ინფორმაციით, ფეხბურთელი მილანთან კონტრაქტს 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმებს და მისი ანაზღაურება სეზონში 2 მილიონი ევრო იქნება, რასაც გარკვეული ბონუსები დაემატება.