Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანმა ესპანეთში გაიმარჯვა და პლეი-ოფში გასვლის შანსი შეინარჩუნა

მილანმა ესპანეთის დედაქალაქში მადრიდის ატლეტიკოს დამარცხება მოახერხა და იმის გამო, რომ თავის მხრივ პორტუმ თავისი მატჩი ლივერპულთან დათმო, როსონერის ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გასვლის შანსი ჯერ კიდევ აქვს.

მილანს პლეი-ოფში გასასვლელად ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში სან სიროზე ლივერპულის დამარცხება მოუწევს და იმედი უნდა იქონიოს, რომ პორტუ-ატლეტიკოს მატჩი პორტუგალიაში ფრედ დასრულდება, ასეთ შემთხვევაში სტეფანო პიოლის გუნდი მე-2 ადგილს დაიკავებს და მომდევნო ეტაპზე გავა.

მილანი ჯგუფიდან შესაძლოა იმ შემთხვევაშიც გავიდეს, თუ ატლეტიკომ გაიმარჯვა, ასეთ შემთხვევაში პრიორიტეტი ბურთების სხვაობა იქნება, რომელიც ამ მომენტისთვის მილანს -2, ატლეტიკოს კი -3 აქვს…