Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანმა ვერონას 12-მილიონიანი წინადადებით მიმართა

Db Verona 06/12/2020 - campionato di calcio serie A / Hellas Verona-Cagliari / foto Daniele Buffa/Image nella foto: esultanza gol Mattia Zaccagni PUBLICATIONxNOTxINxITA

მილანი ვერონას პლეიმეიკერის მატია ძაკანის გაფორმებას ცდილობს და როსონერიმ ვერონას პირველი წინადადებითაც მიმართა.

მილანს ამ ეტაპზე შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე საკმაოდ ბევრი ფეხბურთელი ჰყავს, თუმცა ჰაკან ჩალჰანოღლუს და ბრაჰიმ დიასის მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია და როსონერი მათი შემცვლელის გაფორმებას გეგმავს.

Corriere dello Sport-ის ინფრმაციით, მილანმა ვერონას ფეხბურთელის სანაცვლოდ 12 მილიონი შესთავაზა და ტრანსფერის გამოსვლის შემთხვევაში 25 წლის ფეხბურთელი სეზონის ბოლომდე იჯარის წესით ჯალობლუს შემადგენლობაში დარჩება.