Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანმა ვლაჰოვიჩთან მოლაპარაკებები წამოიწყო

იტალიური მედიის ინფორამციით, როსონერის წარმომადგენლებსა და დუშან ვლაჰოვიჩს შორის ფეხბურთელის შესაძლო ტრანსფერთა ნდაკავშირებით პირველი შეხვედრა გაიმართა.

ზაფხულში როსონერის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ფორვარდის გაფორმება იქნება და მათი მთავარი სატრანსფერო სამიზნე 21 წლის სერბი ცენტრაური თავდამსხმელი გახლავთ, რომელმაც მიმდინარე სეზონში უკვე 17 გოლი გაიტანა.

ახალგაზრდა შემტევის სანაცვლოდ ფიორენტინა 40-50 მილიონ ევროს ითხოვს, მაგრამ ფასი ერთადერთი პრობლემა არ არის, რადგან მისი გაფორმებით არაერთი იტალიური თუ ევროპული გრანდი ინტერესდება.