Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანმა ზაფხულის პირველი ტრანსფერი შეათანხმა

იტალიური მედიის ინფორამციით, მილანმა ზაფხულის პირველი ტრანსფერი უკვე შეათანხმა.

La Repubblica-ს ინფორმაციით, როსონერი გუნდის მეორე კიპერის კიპრიან ტატარუშანუს თამაშით კმაყოფილი არ არის და მისი შემცვლელი უკვე შეარჩია.

წყაროს ინფორმაციით, როსონერი სეზონის ბოლოს რომას 35 წლის ანტონიო მირანტეს დაიმატებს, რომელიც ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება და მილანი მის გაფორმებას სრულიად უფასოდ მოახერხებს.