Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანმა ზლატანთან შეთანხმებას მიაღწია

ნიკოლო შირას ინფორმაციით, მილანმა და ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ახალი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს.

გუშინ იბრაჰიმოვიჩის გაფორმება ნიუკასლმა სცადა, თუმცა ლეგენდარულმა შვედმა ფეხბურთელმა ინგლისელები უარით გაისტუმრა და მილანის ახალ შეთავაზებას დათანხმდა.

ზლატანი მოთხოვნილი 7.5 მილიონი ევროს ნაცვლად 6 მილიონ ევროს მიიღებს და სხვადასხვა ბონუსების სახით ეს თანხა 6.5 მილიონამდე გაიზრდება. ის გუნდთან 1-წლიან ხელშეკრულებას მოაწერს ხელს და სურვილის შემთხვევაში მხარეებს კონტრაქტის კიდევ ერთი წლით გაგრძელების საშუალება ექნებათ.

Leave a Reply

Your email address will not be published.