Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანმა იბრასთან შეხვედრა ჩანიშნა

იტალიური მედიის ინფორამციით, მილანი ზლატან იბრაჰიმოვიჩს კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით იანვრის დასაწყისში შეხვდება.

40 წლის ლეგენდარული ფორვარდის მიმდინარე კონტრაქტი მილანთან სეზონის ბოლოს იწურება, თუმცა ასაკის მიუხედავად მან ფიორენტინასთან გაკეთებული დუბლით კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ გუნდისთვის სარგებლის მოტანა შეუძლია და როსონერის ხელმძღვანელობას მისი შენარჩუნება კიდევ ერთი სეზონით სურს.

MilanNews-ის ცნობით, მილანი მზად არის იბრას ანალოგიური კონტრაქტი შესთავაზოს. მთავარი თავად ფეხბურთელის პოზიცია იქნება და თუ ის გადაწყვეტს, რომ ფიზიკურად კიდევ ერთი სეზონისთვის მზად არის, ახლაი კონტრაქტის გაფორმება პრობლემა არ უნდა იყოს.

იბრამ მიმდინარე სეზონში მილანის მაისურით 7 მატჩში მიიღ მონაწილეობა, 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.