Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანმა ინტერის მცველს 2-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა

იტალიური Rai Sport-ის ინფორმაციით, მილანმა ინტერის უკანახაზელთან დანილო დ’ამბროზიოსთან კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები უკვე წამოიწყეს.

წყაროს ინფორამციით, მალდინი – მასარას დუეტი ფეხბურთელის აგენტს უკვე შეხვდა და მას 2-წლიანი კონტრაქტის გაფორმება შესთავაზა, ხელფასის სახით კი სეზონში 2 მილიონს გადაუხდის.

დ’ამბროზიოს ინტერთან ხელშეკრულება სეზონის ბოლოს ეწურება და ნერაძურის მისი შენარჩუნება სურს, თუმცა ბენეამატა ვეტერან ფეხბურთელს მხოლოდ 1-წლიან კონტრაქტს სთავაზობს და ჯერჯერობით უცნობია, რომელ ვარიანტს აირჩევს 32 წლის უკანახაზელი.