Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანმა, ინტერმა და იუვენტუსმა ინსინიეს თაობაზე ინფორმაცია გამოითხოვეს

იტალიური მედიის ინფორმაციით, იტალიური გრანდები ნაპოლის ფორვარდის ლორენცო ინსინიეს ტრანსფერზე გააქტიურდნენ და ფეხბურთელის აგენტს ლორენცოს შესახებ ინფორმაცია სთხოვეს.

ინსინიეს მიმდინარე კონტრაქტი ნაპოლისთან სეზონის ბოლოს ეწურება და 7 დღის შემდეგ, ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს ინსინიესთან მოლაპარაკებების წარმოება პარტენოპეის თანხმობის გარეშე შეეძლება.

როგორც ინსინიეს აგენტმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა (იხილეთ აქ), ნაპოლის ბოლო წინადადება ახალი კონტრაქტის თაობაზე ლორენცოსთვის მიუღებელია და აშკარაა, რომ ამ მომენტისთვის ის გუნდიდან წასვლასთან უფრო ახლოს არის, ვიდრე ხელშეკრულების გახანგრძლივებასთან…