Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანმა კაბაკის სანაცვლოდ შალკეს პირველი წინადადებით მიმართა

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ზუსტად ერთი დღე რჩება და მილანს იმედი აქვს, რომ დაცვის ხაზში კიდევ ერთი ფეხბურთელის დამატებას მოახერხებს.

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, შალკეს 20 წლის თურქი ცენტრალური მცველის, ოზან კაბაკის წარმომადგენლები დღეს მილანის სათაო ოფისში იყვნენ და როგორც ჩანს, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს, რადგან მილანმა მოლაპარაკებები უკვე შალკესთან წამოიწყო.

იტალიელი ჟურნალისტის, ნიკო შირას ინფორმაციით, მილანმა შალკეს ფეხბურთელის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო და ბონუსები შესთავაზა, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ გერმანელები ამ წინადადებას დათანხმდებიან, რადგან მათ ლივერპულის 24-მილიონიანი წინადადება დაბლოკეს და ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს ითხოვენ.