Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანმა კაიო ჟორჟეს სანაცვლოდ პირველი წინადადება გაამზადა

მილანი, იუვე, ინტერი და ნაპოლი სანტოსის 19 წლის ფორვარდის კაიო ჟორჟეს ტრანსფერზე მუშაობას განაგრძობენ და ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, როსონერიმ ბრაზილიურ გუნდს პირველი წინადადებაც გაუმზადა.

წყაროს ცნობით, მალდინი-მასარას დუეტი მზად არის ახალგაზრდა ტალანტის სანაცვლოდ სანტოსს 5-6 მილიონი ევრო გადაუხადის, რაც ფეხბურთელისთვის, რომელსაც გუნდთან კონტრაქტი დეკემბრის ბოლოს ეწურება, საკმაოდ კარგი წინადადებაა.

სანტოსი 10 მილიონ ევროს ითხოვს, თუმცა ჯერჯერობით ამ თანხის გადახდას არც ერთი დაინტერესებული მხარე არ აპირებს.