Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანმა კალაბრიასთან მოლაპარაკებები წამოიწყო

დავიდე კალაბია მიმდინარე სეზონში მილანის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო და გასაკვირი არ არის, რომ როსონერის მასთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს.

დავიდეს მიმდინარე კონტრაქტი გუნდთან 2022 წელს იწურება და MilanNews-ის ცნობით, მალდინი-მასარას დუეტმა ფეხბურთელის წარმომადგენლებთან ხელშეკრულების გახანგრძლივებასთან დაკავსირებით მოლაპარაკებები უკვე წამოიწყო.

წყაროს ცნობით, კალაბრია ახალი კონტრაქტის სანაცვლოდ ხელფასის გაზრდას 1.1 მილიონიდან 2 მილიოანდე ითხოვს, რაც მისი თამაშის გათვალისწინებით საკმაოდ სამართლიანი მოთხოვნაა და მხარეებს შეთანხმების მიღწევა არ უნდა გაუჭირდეთ.