Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანმა კასტილეხოს სანაცვლოდ წინადადება მიიღო…

დიეგო ლაქსალტის გაყიდვის შემდეგ, რომელიც მოსკოვის დინამოს 3.5 მილიონის სანაცვლოდ შეუერთდა, როსონერი სამუ კასტილეხოს გაყიდვას ცდილობს, მაგრამ ჯერჯერობით მას არც თუ ისე ბევრი მსურველი ჰყავს.

26 წლის ესპანელის გაფორმებსი სურვილი, რომლის სანაცვლოდაც მილანმა 2018 წელს 21.3 მილიონი გადაიხადა, ამ ეტაპისთვის მხოლოდ რეალ ბეტისმა გამოთქვა.

MilanNews-ის ინფორმაციით, ესპანელები მზად არიან როსონერის კასტილეხოს სანაცვლოდ 5 მილიონი ევრო გადაუხადონ, რაც მალდინის მოთხოვნილ თანხაზე 2-ჯერ ნაკლებია, თუმცა მსურველების სიმწირიდან გამომდინარე როსონერის შესაძლოა ამ წინადადებაზე დათანხმება მოუწიოს.