Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანმა კასტილეხოს სანაცვლოდ რამდენიმე წინადადება მიიღო

მილანის ვინგერის სამუ კასტილეხოს მილანიდან წასვლა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ფაქტობრივად გადაწყვეტილია და იტალიური წყაროებსი ინფორმაციით, როსონერიმ მის სანაცვლოდ რამდენიმე წინადადება უკვე მიიღო.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ესპანელი ფეხბურთელის გაფორმების სურვილი რამდენიმე ესპანურ გუნდთან ერთად ჯენოამაც დააფიქსირა, თუმცა არც ერთი მათგანი მილანის მიერ მოთხოვნილი 7 მილიონი ევროს გადახდას არ აპირებს.

წყაროს ცნობით, დაინტერესებულ გუნდებს ფეხბურთელის იჯარით გაფორმება სურთ, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, როსონერი კი თავის მხრივ იმედოვნებს, რომ ესპანელი ფეხბურთელის გაყიდვას ახლავე მოახერხებს, მიღებული ფულით კი პრობლემურ პოზიციებს გააძლიერებს…