Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანმა კასტილეხო ვერც რუსებს მიყიდა…

რუსული მედიის ინფორამციით, მოლაპარაკებები ცსკა-სა და მილანს შორის სამუ კასტილეხოს ტრანსფერთან დაკავშირებით ჩიხში შევიდა.

რუსები მზად იყვნენ ესპანელი ფეხბურთელი უფასო იჯარით აეყვანათ, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, მილანი კი მის 1-წლიან იჯარაში 1 მილიონ ევროს ითხოვდა და კონტრაქტში გამოსყიდვის ვალდებულების ჩადება სურდა.

რუსეთში სატრანსფერო ფანჯარა ხვალ, შუაღამეს იხურება და ცსკა-ს დრო ჯერ კიდევ აქვს, მაგრამ დიდი ალბატობით მოსკოველები მილანს ახალი წინადადებით აღარ მიმართავენ და სამუ, რომელიც პიოლიმ ჩემპიონთა ლიგის განაცხადში არ შეიყვანა, მინიმუმ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდადმე როსონერის რიგებში დარჩება.