Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანმა კესისთან კონტრაქტზე მოლაპარაკებები დაიწყო

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, მილანმა ფრანკ კესისთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო.

კოტ-დიუვარელ ფეხბურთელს, რომელიც პიოლის მილანში მისვლის შემდეგ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახდა, მიმდინარე კონტრაქტი 2022 წლის ივნისში ეწურება და როსონერის ხელმძღვანელობას ნამდვილად არ სურს, რომ ჩალჰანოღლუს და დონარუმას შემთხვევა კესისთან მიმართებაშიც განმეორდეს, ამიტომ მის კონტრაქტზე მუშაობა გუნდმა უკვე დაიწყო.

მიმდინარე სეზონში კესიმ სერია ა-ს ცხრავე მატჩში მიიღო მონაწილეობა, პროცესში 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

კესი, რომელიც მილანში 2017 წელს გადაბარგდა, სელტიკის წინააღმდეგ მილანში თავის საიუბილეო, 150-ე მატჩს ჩაატარებს.