Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანმა კესის სუპერ კონტრაქტი გაუმზადა…

მილანი კესისთან მიმართებაში ჰაკან ჩალჰანოღლუს და ჯიჯო დონარუმას სიტუაციის განმეორებას არ აპირებს და როგორც ჩანს, კოტ-დიუვარელი ფეხბურთელის მიმართებაში გამონაკლისს დაუშვებს.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, მილანი მზად არის ფრანკს კიდევ ერთი გაუმჯობესებული კონტრაქტი შესთავაზოს და ფეხბურთელს სეზონში მოთხოვნილი 6 მილიონი ევრო გადაუხადოს.

კესის მიმდინარე კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში იწურება და როსონერი უკვე დიდი ხანია, რაც მის ხელშეკრულებაზე მუშაობს, მილანი თავიდან ფეხბურთელს 4 მილიონს სთავაზობდა, რაზეც მისი აგენტებისგან კატეგორიული უარი მიიღო, თუმცა მალდინი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის გამო მზად არის გამონაკლისი დაუშვას და სახელფასო ჭერს გადააბიჯოს…