Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანმა კესის შემცვლელი უკვე შეარჩია

იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანი ფრანკ კესისთვის გაუმჯობესებული კონტრაქტის შეთავაზებას აღარ აპირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ კოტ-დიუვარელი ფეხბურთელი გუნდს სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს და მილანს მისი შემცვლელი უკვე შერჩეული ჰყავს.

Milannews-ის ცნობით, როსონერის ხელმძღვანელობა უკვე დიდი ხანია მარსელის ნახევარმცველს ბუბაკარ კამარას აკვირდება.

21 წლის ფრანგ ფეხბურთელს, რომელიც დაახლოებით 35 მილიონად არის შეფასებული, მარსელთან მიმდინარე ხელშეკრულება სეზონის ბოლოს ეწურება და როსონერის მისი უფასოდ დამატება შეეძლება, კესისგან განსვავებით კი მას გაცილებით ნაკლები ხელფასი სურს.

კამარას გაფორმება მილანის გარდა სხვა რამდენიმე გუნდს სურს, თუმცა როსონერი მას რეგულარულ სათამაშო დროს ჰპირდება და ამ ეტაპზე როსონერი ფავორიტადაც მიიჩნევა.