Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანმა კესი შესაძლოა ზამთარში გაყიდოს

იტალიური წყაროების ინფორმაციით, მილანსა და კესის შორის ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები საბოლოოდ ჩაიშალა და არ არის გამორიცხული, რომ კოტ-დიუვარელმა ფეხბურთელმა როსონერის რიგები ზამთარშივე დატოვოს.

Tuttomercato-ს ჟურნალისტის ენცო ბუკიონის ინფორმაციით, მილანი მზად არის კესის სანაცვლოდ მიღებული წინადადებები მოისმინოს და თუ რომელიმე დაინტერესებული მხარე მის სანაცვლოდ 25-30 მილიონს გადაიხდის, კესი გუნდს დატოვებს

წყაროს ცნობით, კესის გაყიდვიდან პოტენციურად მიღებულ თანხას მილანი სიმონ კიაერის შემცვლელის გასაფორმებლად გამოიყენებს…