Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანმა კიაერის 4 პოტენციური შემცვლელი შეარჩია

სიმონ კიაერი, რომელმაც ჯენოასთან მატჩის დროს ტრავმა მიიღო, ხვალ მუხლზე ოპერაციას ჩაიტარებს და ჯერჯერობით უცნობია, თუ რა დრო გაუცდება დანიელ ფეხბურთელს, თუმცა როსონერიმ მისი შემცვლელის ძიება უკვე დაიწყო.

Corriere della Sera-ს ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, რომ კიაერისთვის სეზონი უკვე დასრულდა. ეს ინფორამცია ჯერჯერობით არ დასტურდება, მაგრამ ასეა თუ ისე, როსონერის მცველის გაფორმება აუცილებლად დასჭირდება.

რუდი გალეტის ინფორმაციით, მილანი 20 წლის მონაკოს უკანახაზელის ბენუა ბადიაშილეს, ვოლფსბურგის 21 წლის მექსენს ლაკროს და ტორინოს ბრემერის ტრანსფერით ინტერესდება, თუმცა სამივე მათგანის სატრანსფერო ღირებულება 25-30 მილიონის ფარგლებში მერყეობს, უფრო იაფიანი ვარიანტი კი ბარსელონას სამუელ უმტიტი გახლავთ, რომელიც ბლაუგრანას რიგებს სიმბოლური თანხის სანაცვლოდ დატოვებს.