Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანმა კიაერს 2-წლიანი კონტრაქტი გაუმზადა

იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანი მზად არის გუნდის ერთ-ერთ ლიდერს სიმონ კიაერს კონტრაქტი 2 წლით გაუხანგრძლივოს.

კიაერი მილანს 2020 წელს შეუერთდა და როსონერის მისი გაფორმება მხოლოდ 3.5 მილიონი ევრო დაუჯდა, თუმცა დანიელი ფეხბურთელი ძალიან მალე როსონერის ძირითადის შეუცვლელი წევრი და დაცვის ლიდერი გახდა და მილანი მზად არის მისი კონტრაქტი, რომელიც 2022 წლის ზაფხულში იწურება, 2024 წლის ზაფხულამდე გაუხანგრძლივოს.

კიაერმა მილანში კარიერის დასრულების სურვილი არაერთხელ დააფიქსირა და მასთან კონტრაქტის გახანგრძლივება პრობლემა არ უნდა იყოს. სიმონი სეზონში ხელფასის სახით 1.2 მილიონ ევროს იღებს და სავარაუდოდ წლიური გასამრჯელო 1.5 მილიონამდე გაიზრდება.