Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანმა კონესთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა

Toulouse's French midfielder Kouadio Kone controls a ball during the French L1 football match between Olympique de Marseille (OM) and Toulouse Football Club (TFC) at the Velodrome Stadium in Marseille, southern France, on February 8, 2020. (Photo by GERARD JULIEN / AFP) (Photo by GERARD JULIEN/AFP via Getty Images)

ჯანლუკა დი მარციოს და სხვა გავლენიანი იტალიური წყაროების მტკიცებით, მილანმა კუადიო კონესთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, როსონერი ფეხბურთელს 5-წლიან კონტრაქტზე შეუთანხმდა, მისი ანაზღაურება კი 1-1.5 მილიონი ევრო იქნება.

ახლა მილანი მოლაპარაკებებს ტულუზასთან აწარმოებს, რომლებსაც 19 წლის ცენტრალური ნახევარმცველის სანაცვოლდ 6 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო. ფრანგები ახალგაზრდა ფეხბურთელში 8-10 მილიონს ითხოვენ და დათმობაზე წასვლას არ აპირებენ.