Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანმა კრუნიჩის გაშვება გადაიფიქრა

ბოლო დღეებში რადე კრუნიჩის მილანიდან წასვლის შესახებ არაერთმა წყარომ ისაუბრა, თუმცა როგორც ჩანს, როსონერი ფეხბურთელთან განშორებას არ აპირებს.

დი მარციოს, MilanNews-ის და TMW-ს მტკიცებით, მილანი ემპოლის ყოფილ მოთამაშეს მინიმუმ სეზონის ბოლომდე შეინარჩუნებს.

კრუნიჩმა, რომელიც მილანს 2019 წელს ემპოლიდან, 8 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი 1 გოლით გამოიჩინა.