Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანმა კუასის ალტერნატივას აიაქსში მიაგნო

როსონერი პსჟ-ს ახალგაზრდა ფეხბურთელის გაფორმებას რამდენიმე კვირა ცდილობდა,თუმცა ტანგუი კუასიმ ბაიერნი აირჩია.ის გერმანულ გრანდს უფასოდ შეუერთდება და 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

MIlanNews-ის ცნობით,მილანი კუასის ტრანსფერში ლიდერობდა,თუმცა ფეხბურთელს ზედმეტად დიდი მოთხოვნილებები ჰქონდა,რისი დაკმაყოფილებაც მილანმა არ ისურვა.

მილანელებმა ფრანგის შემცვლელს მალევე მიაგნეს.ის აიაქსის 20 წლის ცენტრალური მცველი – პერ შურსია.ფეხბურთელი აიაქსში გადასვლამდე ლივერპულის და ტოტენჰემის სატრანსფერო სამიზნე იყო.მან მიმდინარე სეზონში აიაქსის მაისურით 10 შეხვედრა ჩაატარა.

აიაქსის მთავარი მწვრთნელის,ერიკ ტენ ჰაგის თქმით,შურსი საოცარი ნიჭის მქონე ფეხბურთელია და მას დიდი მომავალი აქვს.იტალიური მედიის მტკიცებით,მხარეებმა მოლაპარაკებები უკვე დაიწყეს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *