Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანმა ლაქსალტს ფასი დაადო

მილანი მზად არის დიეგო ლაქსალტს, რომელიც ამჟამად იჯარის წესით სელტიკის ღირსებას იცავს, 8 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაემშვიდობოს.

ლაქსალტმა მიმდინარე სეზონში 18 მატჩში მიიღო მონაწილეობა და გუნდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი გახდა, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ შოტლანტიელებს მისი გამოსყიდვა სურთ.

Il Milanista-ს ინფორმაციით, სელტიკი ამ თანხის გადახდის წინააღმდეგი არ არის, თუმცა თავდაპირველად ფეხბურთელების გაყიდვა მოუწევს.