Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანმა ლეაოსთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა

იტალიური წყაროების ინფორმაციით, მილანმა გუნდის პორტუგალიელ ფორვარდთან რაფაელ ლეაოსთან ახალი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა.

Calciomercato-ს ინფორმაციით, ლეაო, რომელსაც მიმდინარე კონტრაქტი გუნდთან 2024 წლის ზაფხულში ეწურება, ხელშეკრულებას 2026 წლამდე გაახანგრძლივებს და მისი წლიური გასამრჯელო ბონუსების ჩათვლით 4 მილიონ ევრომდე გაიზრდება.

22 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 19 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.