Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანმა ლილის კიპერთან კონტრაქტი შეათანხმა

იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანმა ლილის კარის დარაჯთან მაიკ მაიგნანთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, როსონერი 25 წლის ფეხბურთელს 5-წლიან კონტრაქტს გაუფორმებს, ანაზღაურების სახით კი სეზონში 5 მილიონ ევროს გადაუხდის.

მილანი ჯიჯო დონარუმას შენარჩუნების იმედს არ კარგავს, თუმცა რაც დრო გადის, იტალიელი ფეხბურთელის გუნდიდან წასვლის შანსები კიდევ უფრო იზრდება.

როსონერის TAX-ების ჩათვლით მაიგნანის კონტრაქტი 25.5 მილიონი ევრო დაუჯდება, ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება კი დაახლოებით 15-20 მილიონი ევროა.