Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანმა მალდინის სანაცვლოდ მიღებული 12 წინადადება დაბლოკა

Calciomercato-ს ინფორმაციით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მილანმა დანიელ მალდინის სანაცვლოდ არც მეტი, არც ნაკლები, 12 წინადადება მიიღო, თუმცა დიავოლომ თითოეული მათგანი უარით გაისტუმრა.

წყაროს ინფორმაციით, სტეფანო პიოლი ფეხბურთელის შესაძლებლობებში დარწმუნებულია და მიმდინარე სეზონში მისთვის მოედანზე საკმაოდ დიდი დროის მიცემას გეგმავს.