Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანმა მეიტეს შემცვლელის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, მილანმა მარსელს ბუბაკარ კამარას ტრანსფერზე პირველი წინადადებით მიმართა.

წყაროს ინფორმაციით, როსონერი მზად არის 21 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ ფრანგებს 20 მილიონი ევრო გადაუხადოს.

როსონერი ახალგაზრდა ნიჭიერ ნახევარმცველს მეიტეს შემცვლელად განიხილავს, რომელსაც მილანი არ გამოისყიდის და ის ტორინოში დაბრუნდება. კამარას კონტრაქტი მარსელთან 2022 წლის ზაფხულში ეწურება და მან ფრანგებთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი უკვე თქვა, ამიტომ 20 მილიონი შესაძლოა მათ დასარწმუნებლად საკმარისი აღმოჩნდეს.