Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანმა მესიასის გამო ხამეს როდგირესსა და ისკოზე თქვა უარი

სატრანსფერო ფანჯარა იტალიაში ოფიციალურად დასრულდა და როსონერი, რომელიც მთელი ზაფხულის განმავლობაში შემტევი ნახევარმცველის ძიებაში იყო, ჩალჰანოღლუს შემცვლელის დამატება სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს მოახერხა და ეს 30 წლის ჯუნიორ მესიასი გახდა.

ზაფხულის მსვლელობისას მილანს არაერთი გამორჩეული ფეხბურთელი დაუკავშირეს, მათ შორის ევერტონის ხამეს როდრიგესი და რეალის ისკო გახლდათ, მაგრამ MilanNews-ის ცნობით, ამ ტრანსფერებზე უარი თავად მილანმა თქვა.

წყაროს ცნობით, ფეხბურთელების ტრანსფერზე უარი მილანმა ორი ფაქტორის გათვალისწინებით თქვა. პირველი, ეს მათი მაღალი ხელფასებია, რისი გადახდაც მილანის პროექტში არ შედის, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ფეხბურთელების ფიზიკური კონდიციებია, რადგან ორივე მათგანას ბოლო სეზონებში არაერთი ტრავმის გადატანა მოუწიათ და სტაბილურად თამაშს ისინი ვერ ახერხებდნენ.

30 წლის მესიასს კი როგორც შემტევი ნახევარმცველის, ასევე მარჯვენა ვინგერის პოზიციაზე შეუძლია თამაში და როსოერის ბრაზილიელი ფეხბურთელი აუცილებლად გამოადგება.