Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანმა მესიასის ტრანსფერი შეათანხმა

ბორდოს ფაივრეს ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ, მილანი კროტონეს ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველის ჯუნიორ მესიასის ტრანსფერზე გადაერთო და როსობლუსთან შეთანხმდა კიდეც.

მილანი 30 წლის ბრაზილიელს 1-წლიანი იჯარით დაიმატებს, რის სანაცვლოდაც 2.6 მილიონ ევროს გადაიხდის, სეზონის ბოლოს კი ფეხბურთელის გამოსყიდვა 5.4 მილიონად შეეძლება, რასაც მომავალში 1 მილიონი ბონუსების სახით დაემატება.

ტრანსფერი კროტონეს პრეზიდენტმა ჯანი ვრენამ უკვე დაადასტურა:

„მოლაპარაკებები დასრულებულია, მესიასი კარიერას მილანში იჯარით გააგრძელებს, გამოსყიდვის შესაძლებლობით. ფეხბურთელი ბედნიერია და მალე მის ტალანტს ყველა თავისი თვალით იხილავს.“